
პე-ეს-პე-ში ფუნქციონირებს 5 ერთეული საწყობი თბილისში და რეგიონებში. აქედან, 3 საწყობი ორიენტირებული მსხვილ შეკვეთებზე და საბარტერო ოპერაციებზე, ხოლო დანარჩენი 2 საწყობი ემსახურება მომხმარებელს.
პე-ეს-პე-ს ყველა საწყობში მუშაობა მთლიანად წარიმართება “ჯი-დი-პი-ს” (GDP-Good Distribution Practice) მიხედვით.
საწყობებში დასაქმებული კადრები გადიან შესაბამის შერჩევას.
საწყობები უზრუნველყოფილია პროდუქციის შენახვის სრულყოფილი ინვენტარით: დახურული სანახებით, მშრალი ყინვის კამერა-მაცივრებით, ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების თანამედროვე აპარატურით, სინათლის რეჟიმის დაცვისათვის აუცილებელი ატრიბუტიკით, სპეციალური საკნებით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტებისთვის.
საწყობებში შემოსული პროდუქციის მიღება წარმოებს სამიმღებო განყოფილების მიერ, რომელიც დეტალურად ამოწმებს შემოსულ პროდუქციას, ხორციელდება პროდუქციის რაოდენობრივი შემოწმება, მედიკამენტების სერიებისა და ვადების კონტროლი, დეფექტის მქონე პროდუქციის გამოვლენა და გადაცემა განადგურების ჯგუფისთვის.
2010 წ.16 დეკემბერს პე-ეს-პემ ახალი საერთაშორისო სტანდარტის სადისტრიბუციო საწყობი გახსნა. ეს კიდევ ერთი დასტურია კომპანიის მუდმივი სწრაფვის უახლესი ტექნოლოგიებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვისკენ.
პე-ეს-პეს ახალი საწყობი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, რაც საშუალებას იძლევა სრულად იყოს დაცული თითოეული მედიკამენტის შენახვისთვის განსაზღვრული ყველა პირობა, სპეციალური ტემპერატურა და ტენიანობა. პრეპარატების უმრავლესობა ოთახის ტემპერატურაზე შენახვას საჭიროებს, ამიტომ მთელ სასაწყობე სივრცეში ზამთარ-ზაფხულ სტაბილურად 22 გრადუსამდე ტემპერატურაა. სამაცივრე პრეპარატებისთვის პე-ეს-პეს ახალი საწყობი აღჭურვილია სპეციალურად დამონტაჟებული დიდი მოცულობის მაცივრებით; პირველ მაცივარში მედიკამენტები ინახება 2-8, ხოლო მეორეში 8-15 გრადუსამდე. პროდუქცია მიღებიდან გაცემამდე აღნიშნულ ტემპერატურაზე ინახება. ამ სახეობის პრეპარატების ტრანსპორტირებაც კი აფთიაქამდე სპეციალური კონტეინერით ხორციელდება, რომლებშიც არსებული მშრალი ყინული უზრუნველყობს მისთვის საჭირო და მუდმივ ტემპერატურას.

