
PSP-ში ადგილობრივი წარმოების შექმნის იდეა 1998 წელს დაიბადა და შედეგად დაარსდა საერთაშორისო სტანდარტის პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმო GM Pharmaceuticals (GMP), რომლის მისია დაარსების დღიდანვე იყო ხელმისაწვდომი გამხდარიყო მოსახლეობისთვის თანამედროვე სამკურნალო საშუალებები.
GMP 2000 წლიდან ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო სტანდარტის GMP-ის შესაბამისად, პრეპარატის დამზადების სრულ ტექნოლოგიურ ციკლს ახორციელებს და 150-ზე მტი დასახელების, სხვადასხვა ჯგუფის, ახალი თაობის მედიკამენტებს უახლესი აპარატურით და ტექნოლოგიით აწარმოებს.
GMP-ში დასაქმებულია 300-მდე ადამიანი. დღეს საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშვებს მყარი ფორმის მედიკამენტებს: ტაბლეტებს, გარსით დაფარულ ტაბლეტებს, ფხვნილებსა და ჟელატინის კაფსულებს. ქარხნის წარმადობაა 500 მილიონი ტაბლეტი და 200 მილიონი კაფსულა წელიწადში.
ჯი-ემ-პი არის ერთადერთი ფარმაცევტული საწარმო მთელს კავკასიაში, რომლშიც თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით, მიმდინარეობს სრული საწარმოო ციკლი, დაწყებული ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის დამზადების სტადიის ჩათვლით. GMP-ის პრეპარატების რამდენიმე მაგალითი: ლაქტო-ჯი, ტაიქოლდი, ხონდრო-რიცი, იმუნო-რიცი, ჰეპატო-რიცი, ალერტეკი, კამელოტი, აგულანი და სხვ.
ბრიტანელი აუდიტორების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, PSP-ს ფარმაცევტულმა საწარმომ მოიპოვა ევროგაერთიანების, ჯი-ემ-პის-სათანადო წარმოების პრაქტიკის GMP (Good Manufacturing Practice) სერთიფიკატი, ე.წ. GMP EU სერთიფიკატი რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში არსებული ფარმაცევტული წარმოების ლიცენზიას - გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების წარმოების დოკუმენტს. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ინსპექტორებმა და აუდიტორებმა არაერთხელ შეამოწმეს და ჩაატარეს საკონტროლო აუდიტი GMP-ში და შედეგად უმაღლესი შეფასება მისცეს საწარმოში ხარისხის მართვის პროცესს, პერსონალის პროფესიონალიზმს, ხარისხის კონტროლის ტექნიკურ კომპეტენტურობაზე აკრედიტირებულ ლაბორატორიას. GMP-ს თანამედროვე დონის აკრედიტირებული ლაბორატორია ნედლეულიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტით დამთავრებული ახორციელებს რთულ ლაბორატორიულ კვლევებს, მაღალტექნოლოგიურ ანალიზებს და წარმოებული პროდუქტის ხარისხის სრულყოფილ კონტროლს. GMP ასევე ფლობს ISO 9001-2000 სერთიფიკატს. აღნიშნული სერთიფიკატები იმის დამადასტურებელია რომ ქართული საწარმო GMP საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია და მისი ხარისიხი გარანტირებულია.
პრეპარატების ეფექტურობის 11 წლიანი გამოცდილების შედეგად, GMP-ის მიერ წარმოებული მედიკამენტები ქართველი ექიმებისა და მოსახლეობის მიერ ფართოდ გამოიყენება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ფარმაკოლოგიური პრეპარატების იმიჯი მსოფლიო ბაზარზე დღითიდღე იზრდება: ქართული წამალი მაღალ ხარისხთან ასოცირდება.
GMP-ს ენდობიან მომხმარებლები და ექიმები არა მარტო საქართველოში არამედ უკვე საზღვარგარეთაც. GMP-ს სერთიფიკატი საშუალებას აძლევს საწარმოს განახორციელოს ქართული პრეპარატების ექსპორტი. სულ რაღაც 2 წელიწადში GMP-მ შეძლო 9 ქვეყანაში გაეტანა ქართული მედიკამენტები ექსპორტზე, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, უკრაინა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ლიბია, სიერა ლეონე. 2011 წლის განმავლობაში დაგეგმილია საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა რაც ხელს შეუწყობს ქართული წამლის საერთაშორისო დონეზე აღიარებას.

