ჩემი ოჯახის აფთიაქი

”ჩემი ოჯახის აფთიაქი” დაარსების დღიდან მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე . ყოველთვიურად 2.000.000-ზე მეტი მომხმარებელი აკითხავს PSP-ს აფთიაქებს სადაც მათ საშუალება აქვთ მიიღონ გარანტირებული ხარისხის მედიკამანტები  ყველაზე დაბალი ფასად.

 

”PSP აფთიაქი” 2003 წლიდან საქართველოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი სააფთიაქო ქსელია, სადაც ყველაფერია რაც მომხმარებელს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვაში ეხმარება: უამრავი დასახელების გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები, ჰიგიენისა და კოსმეტიკის საშუალებები, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების პროდუქტები, ყველაფერი ბავშვის ჯანსაღად და ჰარმონიულად აღზრდისთვის, ელექტრომოწყობილობები ოჯახის ყველა წევრისათვის და ა. შ. და ეს ყველაფერი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

პროფესიონალი ფარმაცევტები და ჰიგიენის კონსულტანტები მომხმარებელს სასურველი პროდუქტის სასურველ ფასად შერჩევაში ეხმარებიან. ჩემი ოჯახის აფთიაქში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას და სწორედ ამ მიზნით კომპანიაში ფუნქიცონირებს ტრეინინგ-ცენტრი, სადაც ფარმაცევტები მუდმივად გადიან სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. წამალი - სპეციფიური პროდუქტია, ამიტომ PSP აფთიაქისთვის უმაღლესი განათლების მქონე, კვალიფიციური კადრი ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი თანამშრომლების შერჩევის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, ცოდნასა და კვალიფიკაციას. თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე კომპანია მრავალი წელია აქტიურად ზრუნავს; PSP-ს ტრენინგ-ცენტრი მუდმივად ატარებს თანამშრომლებისთვის პროფესიულ და მომსახურების ტრენინგებს პროფესიული დონისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 

PSP პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა რომელმაც მომსახურების სტანდარტი შეიმუშავა და საკუთარ სააფთიაქო ქსელში წარმატებით დანერგა.  PSP-ს სააფთიაქო ქსელი ერთადერთია მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში, რომელიც ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატს. 2008 წელს გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანიზაციამ  “TUV-Reinland/Berlin-Branderburg Group”-მა PSP-ს სააფთიაქო ქსელს მიანიჭა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (International Organization for Standardization) სერთიფიკატი ISO 9001:2000. 2009 და 2010 წელს ”PSP აფთიაქმა” წარმატებით გაიარა საკონტროლო აუდიტი. ეს ფაქტი სცილდება ლოკალურად ერთი კომპანიის წარმატების საზღვრებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას იძენს.