ჩემი ოჯახის აფთიაქი

PSP 1995 წლიდან წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. ის უშუალოდ 100-ზე მეტი მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული ქარხნებიდან აწარმოებს პროდუქციის იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. ის ფაქტი რომ PSP აწარმოებს მედიკამენტების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისგან პირდაპირი გზით, უზრუნველყობს წამლების გარანტირებულ ხარისხს, სწორედ ამიტომ მომხმარებლისთვის PSP ხარისხის გარანტია. კომპანიის საწყობებში სადისტრიბუციო საქმიანობა მიმდინარეობს სადისტრიბუციო ფირმის სათანადო სტანდარტის (GDP – Good Distribution Practice) მიხედვით. სადისტრიბუციო სისტემა მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით რაც საშუალებას იძლევა დაცული იყოს თითოეული წამლისთვის განსაზღვრული სპეციალური ტემპერატურა და ტენიანობა, რაც კიდევ ერთხელ უზრუნველყობს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების მოხვედრას სააფთიაქო ქსლეში.