
წარმატებული სადისტრიბუციო საქმიანობის, ფარმაცევტული საწარმო GMP-ის წინსვლისა და ყველაზე ფართო სააფთიაქო ქსელის, ჰოსპიტალური და სადაზღვეო სექტორის განვითარების შედეგად ”PSP ჯგუფი” დღემდე საქართველოს ფარმაციის ლიდერის პოზიციას არავის არ უთმობს. ამის დასტურია ის რომ ”PSP ჯგუფი” ერთადერთი ფარმაცევტული კომპანიაა რომელსაც ერთდროულად აღიარებენ როგორც მომხმარებლები ასევე ექსპერტებიც:
• ”Golden Brand”-ის რჩეული ბრენდების დაჯილდოებაზე, რომელიც ყოველწლირად იმართება ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და კომპანია ”Global Idea-სა” და გაზეთი “Financial-ის” ორგანიზებით, PSP ჯგუფი 2005 წლიდან ექსპერტების მიერ აღიარებულია რჩეულ ბრენდად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.
• ”ქართული ბრენდის დღეზე”, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტივციო სააგენტოს პარტნიორობით და პი-არ სააგენტო ”პროფილის” ორგანიზებით ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვების შედეგად, მომხმარებლები უკვე 6 წელია ზედიზედ ასახელებს ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიად ”PSP ჯგუფს”.

