პე-ეს-პე ჯგუფი დიდ ყურადღებას უთმობს ქველმოქმედებას. ამ მიმართულებით პე-ეს-პე ჯგუფის მიერ ფინანსდება მთელი რიგი სოციალური პროექტები:
სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოსახლების მედიკამენტებით დახმარება
პე-ეს-პე-ში ყოველდღიურად განიხილება ათობით თხოვნის წერილი, რის შედეგადაც უსასყიდლოდ გადაეცემათ საჭირო მედიკამენტები მოსახლეობის გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ფენას. აღნიშნული პროექტი პერმანენტულად ხორციელდება.
სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოსახლეობის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება
პე-ეს-პეს მიერ ასევე ფინანსდება სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოსახლეობის გადაუდებელი ოპერაციები. აღნიშნულ სოციალურ პროექტს პერმანენტული ხასიათი აქვს.
სოციალური პროექტი პენსიონერებს, დევნილებს და პედაგოგებს
პე-ეს-პე ჯგუფმა და სახალხო ბანკმა ერთობლივად განახორციელა ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტი. აღნიშნული სოციალური პროექტის ფარგლებში, ორივე კომპანიამ საშუალება მისცა “სახალხო ბანკის” ბარათის მფლობელ პენსიონერებს, დევნილებსა და პედაგოგებს მიეღოთ 10%-იანი ფასდაკლება მედიკამენტებზე პე-ეს-პეს სააფთიაქო ქსელის ნებისმიერ აფთიაქში. პროექტმა მოიცვა როგორც თბილისი ასევე საქართველოს რეგიონები.
კარდიოლოგიური აქციები თბილისსა და რეგიონებში
პე-ეს-პეს ფარმაცევტული საწარმო GMP, საქართველოს წამყვან კარდიოლოგებთან ერთად ახორცილებს მოსახლეობის კარდიოლოგიურ გამოკვლევას და მათი უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფას. აღნიშნული აქციები ჩატარდა საქართველოს დამსახურებულ ხელოვანთათვისაც.
ეკლესია მონასტრების მშენებლობა
პე-ეს-პე აქტიურად მონაწილეობს ეკლესია/მონასტრების მშენებლობის პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში
დასასვენებელი პარკების აღდგენა/განახლება
კომპანია პე-ეს-პე მუდმივად ზრუნავს როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონების დასასვენებელი პარკების და მოსახლეობის თავშეყრის ადგილების განახლება/რეკონსტრუქციაზე. აქციის ფარგლებში სხვადასხვა დასასვენებელ პარკებში დამონტაჟდა ატრაქციონები, სკამები, სპეციალური საყვავილეები.
ზრუნვა ბავშვთა სახლებზე და მოხუცებულთა სახლებზე
პე-ეს-პე ჯგუფი სისტემატურად ზრუნავს სოციალურად დაუცველთა და უპოვართა დასახმარებლად. კომპანია პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებს რომლის ფარგლებშიც ეხმარება ბავშვთა სახლებს და მოხუცებულთა თავშესაფრებს როგორც მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით ასევე ამარაგებს მათ საყოფაცხოვრებო ნივთებით.
სხვა საქმელმოღმედო ღონისძიებები
ქველმოქმედების მიმართულებით, პე-ეს-პე პერმანენტულად ეხმარება ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა: ფონდი ”იავნანა”, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; ექიმ ქალთა, ოჯახის ექიმთა ასოციაციები; საქველმოქმედო საზოგადოებები: მოწყალება XXI; SOCO; აფხაზეთის ჰუმანიტარული და პროგრამული განვითარების საერთაშორისო ფონდი და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები და კერძო პირები.

