ჩემი ოჯახის აფთიაქი
 

კახა ოქრიაშვილი 
დაიბადა 1966 წლის 21 მარტს. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. პროფესიით არის ექიმი. 1989-92 წლებში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად. 1995 წელს დაარსა ფარმაცევტული კომპანია "პსპ ჯგუფი". 2003 წელს არჩეულ იქნა დმანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად საქართველოს პარლამენტში, არის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების წევრი. ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.

 

 

გოჩა გოგილაშვილი
დაიბადა 1964 წლის 26 ივნისს. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსიტუტი, პროფესიით არის ექიმი. 1989-90 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს რაისაავადმყოფოში ექიმ-თერაპევტად და სასწრაფო დახმარების ექიმად. 1990-91 წლებში გაიარა ოტოლარინგოლოგის გადამზადების კურსები. 1991-93 წლებში მუშაობდა პერმის საოლქო საავადმყოფოში ოტოლარინგოლოგად. 1993-95 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს რაიპოლიკლინიკის ოტოლარინგოლოგად. 1995 წელს დაარსა ფარმაცევტული კომპანია "პსპ ჯგუფი". ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.